ლიტერატურა

რეი ბრედბერი გარდაიცვალა

დღეს დილით, 91 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი მწერალი რეი ბრედბერი გარდაიცვალა.

1920 წელს დაბადებული მწერალი ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრში მოღვაწეობდა. მისი წიგნების მიხედვით არაერთი ფილმია გადაღებული.

მწერლის შემოქმედებიდან, ყველაზე მეტად ცნობილი მისი ანტიუტოპიური ჟანრის ნოველა 451 ფარენჰაიტი და 1950 წელს გამოქვეყნებული რომანი მარსის ქრონიკები გახდა.

რეი ბრედბერი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფანტასტ მწერლად არის აღიარებული.

კომენტარები