ლიტერატურა

ზნეობრივ საკითხებზე წერა არ მსიამოვნებდა - ლუიზა მეი ალკოტის წერილი

lithub

ლუიზა მეი ალკოტი შესაძლოა 131 წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა ის ბევრისთვის საყვარელი მწერალია, ძირითადად 1868 წელს გამოცემული ნახევრად ავტობიოგრაფიული საბავშვო რომანის, "პატარა ქალის" გამო.

წიგის ეკრანიზაციის პრემიერა 2019 წლის 25 დეკემბერს არის დაგეგმილი. ფილმში ემა უოთსონი, მერილ სტრიპი და სორშა რონანი მონაწილეობენ.

ალკოტმა ამის შემდეგაც დაწერა წიგნები ზრდასრულთათვის, ეი ემ ბერნარდის სახელით, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ამისკენ გამომცემელი უბიძგებდა. 

მანამ, სანამ წიგნს წერდა, რომელიც მრავალი თაობისთვის სამაგიდოდ იქცა, ალკოტი თავის დღიურში აღნიშნავდა: 

"მე მუშაობას ვაგრძელებდი, თუმცა, ამით სიამოვნებას ვერ ვიღებდი. არასდროს მომწონდა გოგოები, არც ვიცნობდი ბევრ მათგანს, გარდა ჩემი დებისა". 

ლიტერატურის კრიტიკოსების შეფასებით, ეს საუკეთესო წიგნი იყო, რომელმაც 6-დან 16 წლამდე გოგოების გულებში შეაღწია. 

ამის გამო, ახალბედები ალკოტს რჩევისთვის ხშირად წერდნენ წერილებს. Lit Hub-მა 1878 წლის შობას ერთ-ერთი ასეთი გულშემატკივრისთვის ალკოტის მიერ გაგზავნილი წერილი გაავრცელა. 

მწერალი წერს: 

"ძვირფასო მის ჩერჩილ,

მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რაც სხვა დამწყებ მწერლებს ვუთხარი, რომლებმაც რჩევისთვის მომმართეს - მწერლობამდე მისაღწევი მარტივი გზა არაა. მოგიწევთ ხანგრძლივად მუშაობა, იქნება ბევრი იმედგაცრუება, გაურკვევლობა და მცდელობა. წარმატება, ხშირად, იღბლიანი ინციდენტია, რომელიც მათთან მიდის, ვინც შეიძლება არც იმსახურებდეს მას. დანარჩენები კი იმედოვნებენ და ელოდებიან შედეგს.

20 წელი დაბალი ანაზღაურებით ვცხოვრობდი, დაბალი ცნობადობით და ამბიციის გარეშე. საკუთარი თავის შეყვარება 16 წლის ასაკიდან დავიწყე, როდესაც ჩემი ჯარისკაცების საწოლებთან საავადმყოფოს სკეტჩები დავწერე, წარმოდგენა არ მქონდა, რომ პირველ ნაბიჯს ვდგამდი მისკენ, რასაც პოპულარობა ჰქვია. ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდა, მაგრამ პუბლიკის ყურის დაინტერესების და გულზე შეხების საიდუმლო აღმოვაჩინე, უბრალოდ კომიკური და ცხოვრების პათეტიკური ამბებით.

"პატარა ქალი" ავად ყოფნის დროს დავწერე იმის დასამტკიცებლად, რომ გოგოებისთვის წიგნებს ვერ ვწერდი. გამომცემელმა ეს ზედაპირულად მიიღო, ისევე, როგორც მე, თუმცა მისგან მაინც ბევრს ველოდი. ჩვენ შეცდომებს მივხვდით. აქედან მოყოლებული, სიამოვნებას არ მანიჭებდა ზნეობრივი ამბების ახალგაზრდებისთვის წერა, თუმცა, კარგ ანაზღაურებას ვიღებდი.

მაგრამ წარმატება, რომელსაც მე ყველაზე მეტად ვაფასებ, ის იყო, რომ დედაჩემი ბოლო წლებში ბედნიერი გახდა. სხვა ყველაფერი მოსაწყენია და გვერდიდან ძალიან უბადრუკად ჩანს, ყველაფერი მალე ფერმკრთალდება და უმნიშვნელოა ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის კომფორტის შექმნასთან.

ვიმედოვნებ, წარმატებას მიაღწევ და ვფიქრობ, შორსაც წარმატებით წახვალ. შენი ამბები სხვა ბევრის გამოგზავნილზე უკეთესია. ყველაზე მეტად პატარა მომწონს. სიცოცხლით სავსე ამბავი სახლის ცხოვრებასა და ბავშვებზე. Youth’s Companion-ი კარგად ანაზღაურებადი გაზეთია. Loring-ი არ მომწონს, ის არც გულწრფელია და არც ზრდილობიანი. მასთან შეთანხმება მქონდა და ვიცი. Roberts Brothers სცადე, ვაშინგტონის ქუჩის 299-ში. ისინი ძალიან კეთილები არიან, უბრალოდ, თუ წიგნი კარგია სამართლიან შანსებს მოგცემენ. წარმატებას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, ახალ წელს გილოცავ, მე შენი მეგობარი ვარ 

ლ.მ.ა."

Lit Hub-ის ჟურნალისტის და მწერლის, ემილი თემფლის აზრით, თუ მის ჩერჩილი ელოდა იმის აღწერას, რა მშვენიერია მწერლობა, იმედგაცრუებული დარჩებოდა.

"მაგრამ მიყვარს ალკოტის პრაქტიკულობა: წერე ის რაშიც ფულს იღებ, რადგან ასე გექნება ოჯახის რჩენის საშუალება," - ამბობს ის.

კომენტარები