ლიტერატურა

ნინო ხარატიშვილის ახალ წიგნს ინგლისურენოვანი გამომცემლობა HarperCollins გამოსცემს

გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის ახალი რომანს ერთ-ერთი უდიდესი ინგლისურენოვანი გამომცემლობა HarperCollins გამოსცემს. ინფორმაციას მწერლის ქართული გამომცემლის, ინტელექტის, წარმომადგენელი გვანცა ჯობავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მომავალი გერმანულ ენაზე დაწერილი რომანის ინგლისური სახელია The Lack Of Light. სიუჟეტის მოქმედება 90-იანი წლების სოლოლაკში ხდება, მთავარი გმირები კი ქეთო, ნენე, დიანა და ინა არიან. 

HarperCollins ინგლისურენოვანი გამომცემლობის ე.წ. დიდი ხუთეულის ერთ-ერთი წევრია. კომპანია ორი ძველი კომპანიის Harper & Brothers(დაფუძნებულია 1817 წელს) და William Collins, Sons(დაფუძნებულია 1819 წელს)-ის გაერთიანებაა. გამომცემლობაში დაიბეჭდა ჯონ ტოლკინის ჰობიტი, ბეჭდების მბრძანებელი და სილმარილიონი, ასევე პაოლო კოელიოს ალქიმიკოსი, ნილ გეიმანის ამერიკელი ღმერთები, ტერი პრეტჩეტის დისკოს სამყაროს სერიის წიგნები და სხვა ბესტსელერები.

ნინო ხარატიშვილი ქართველი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორია. დაწერილი აქვს რომანები ჟუჟა, ჩემი ნაზი ტყუპისცალი, მერვე სიცოცხლე – უკანასკნელისთვის მიიღო ბუკერის პრემიისა და დუბლინის ლიტერატურული პრემიის ნომინაციები. დგამს საკუთარი პიესების მიხედვით სპექტაკლებს გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის თეატრებში. 

კომენტარები