ლიტერატურა

ნობელიანტი მწერალი ტონი მორისონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

Shutterstock

ნობელის პრემიის მფლობელი ამერიკელი მწერალი ტონი მორისონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მისი ოჯახის წევრებმა დაადასტურეს. ოჯახის ცნობით, მორისონი "5 აგვისტოს ღამით ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში მშვიდად გარდაიცვალა". 

11 ნოველის ავტორმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 1993 წელს მიიღო. თავისი პირველი რომანი მან "ყველაზე ლურჯი თვალი" მან 1970 წელს გამოაქვეყნა. 

მისი წიგნი "საყვარელი" აფრო-ამერიკელი მონა ქალის ისტორიაზეა, რომლის მიხედვითაც ოპრა უინფრის მონაწილეობით 1998 წელს ფილმიც კი გადაიღეს. 

კომენტარები