ავღანეთი

ავღანეთში NATO-ს ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში ორი თვითმკვლელი პიროვნების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. 50-მდე კი მძიმედ დაშავდა.

BBC - ის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ერთმანეთის მიყოლებით აფეთქებები ქალაქის აეროპორტთან მდებარე სავაჭრო პუნქტთან განახორციელეს. გამოცემის ცნობით, აღნიშნულ ადგილას NATO-ს ბაზა მდებარეობს, სადაც, ჩვეულებრივ, სატვირთო მანქანების მძღოლები იკრიბებიან, რომლებსაც ავღანეთში ალიანსის სამხედრო ძალებისთვის ტვირთი გადააქვთ.

BBC - ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბების დაჯგუფებამ აიღო. გავრცელებული ცნობით, აფეთქებების შედეგად ნატოს მისიის არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა. დაღუპულთა შორის ადგილობრივი მოვაჭრეები და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

 

კომენტარები