სირიის რეჟიმი

სირიაში შეტაკებებს ათობით სამხედრო ემსხვერპლა

სირიაში უკანასკნელი დღეების განმავლობაში მეამბოხეებთან შეტაკებებისას ქვეყნის 80 - მდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

Svobodanews - ის ინფორმაციით, შეტაკებები ორ მხარეს შორის დამასკოსა და იდლიბის პროვინციაში განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, დაპირისპირებას აგრეთვე 8 მეამბოხე და 19 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა გუშინ პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობაში არ არსებობს შიდა კონფლიქტები. მისი თქმით, სირია ომს ”ადგილობრივ ძალებთან” აწარმოებს. პრეზიდენტმა აგრეთვე, აღნიშნა, რომ იგი მზადაა, ოპოზიციის წარმომადგენლებთან დიალოგი გამართოს, გარდა იმ ოპოზიციური ძალებისა, რომლებსაც მისი თქმით, ”ტერაქტებთან” აქვთ კავშირი.

გასულ დღეებში სირიის რამდენიმე ქალაქში განხორციელებულ ფართომასშტაბიან დაბომბვასთან დაკავშირებით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო მთავარ ეჭვმიტანილად სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს მიიჩნევს.

ოფიციალური დამასკო, თავის მხრივ, მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობას ოპოზიციასთან დაკავშირებულ „ტერორისტებს“ აკისრებს.

კომენტარები