სირიის რეჟიმი

Human Rights Watch სირიაში არსებული ძალადობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch სირიაში არსებული დაძაბული ვითარების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები მრავალი კუთხით ირღვევა.

უფლებათადამცვლები აღნიშნავენ, რომ სირიის მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ხშირად გამოიყენება ძალადობის სხვადასხვა ფორმები, მათ შორის – წამება. დოკუმენტში აგრეთვე, აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული დაკავების დროებითი იზოლატორები არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია.

უფლებათადამცველები ჰააგას საერთაშორისო სასამართლოს სირიაში განვითარებულ მოვლენებში დამნაშავე პირების დასჯისკენ მოუწოდებენ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის განცხადებით, სირიის მთავრობის მიერ ჩადენილი სასტიკი ქმედებების რაოდენობა შემაძრწუნებელია. მისი შეფასებით, დამნაშავეებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიცილონ სასჯელი.

Human Rights Watch – ის წარმომადგენლებმა აგრეთვე, გამოხატეს შეშფოთება რუსეთის მხრიდან სირიის სამხედრო აღჭურვილობით მომარაგების სავარაუდო ფაქტის შესახებ.

 

კომენტარები