სირიის რეჟიმი

კოფი ანანი სირიის საკითხთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის

სირიის საკითხში გაეროს და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენელი კოფი ანანი სირიაში არსებული ძალადობრივი რეჟიმის შეწყეტის საკითხთან დაკავშირებით ახალი წინადადებით გამოვიდა.

გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის აზრით, ქვეყანაში ერთიანი ეროვნული მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც როგორც ამჟამინდელი ხელისუფლების მომხრეები, აგრეთვე, ოპოზიციური ძალები შევლენ.

კოფი ანანი მიიჩნევს, რომ ასეთი მთავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდებიან. შაბათს ანანის მოწვევით ჟენევაში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომლის მთავარი თემა სირიის საკითხი იქნება.

ანანის ინიციატივას მხარი რამდენიმე სახელმწიფომ უკვე დაუჭირა, მათ შორის რუსეთმაც, რომელიც აშშ-ის გენერალურმა მდივანმა ჰილარი კლინტონმა ივნისის დასაწყისში სირიისთვის  თავდასხმისთვის განკუთვნილი სამხედრო ვერტმფრენების გადაცემაში დაადანაშაულა.

 

კომენტარები