სირიის რეჟიმი

სირიაში აფეთქებას თავდაცვის მინისტრი ემსხვერპლა

დამასკოში თვითმკვლელი პიროვნების მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად სირიის თავდაცვის მინისტრი დაუდ რაჯიჰა დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, აფეთქება ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან განხორციელდა, სადაც თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისა და მინისტრების მონაწილეობით შეხვედრა მიმდინარეობდა.

გამოცემის ცნობით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა აგრეთვე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის ნათესავი იყო. კიდევ რამდენიმე მინისტრი მძიმედ დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხიმგებლობა ოპოზიციურმა დაჯგუფებამ ”სირიის თავისუფალმა არმიამ” აიღო.

პარალელურად, მეოთხეა დღეა, რაც სირიის დედაქალაქში მთავრობის სამხედრო ძალებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. ოპოზიციის წევრების მიერ ინფორმაცია ვრცელდება მსხვერპლის შესახებაც.

 

კომენტარები