სირიის რეჟიმი

ჰილარი კლინტონი: რუსეთი სირიას სამოქალაქო ომისკენ უბიძგებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის პოზიცია სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მკაცრად გააკრიტიკა.

დანიაში კოპენჰაგენის სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას კლინტონმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვის დამაბრკოლებელი პოლიტიკა ბაშარ ასადის რეჟიმთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო ძალებს სირიაში მკაცრი ზომების გატარებაში ხელს უშლის, ფაქტობრივად, ხელს უწყობს იმას, რომ სირიაში კონფლიქტი ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდოს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი შეეცდება, რომ მოსკოვი დაარწმუნოს, უფრო მკაცრი პოზიცია გამოხატოს დამასკოს წინააღმდეგ. მისი თქმით, ვითარებას აგრეთვე, ასადის რეჟიმის ირანის მიერ მხარდაჭერა ამძიმებს.

ცოტა ხნის წინ რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სირიაში ძალადობის შეწყვეტის მიზნით, ქვეყანაში მკაცრი ზომების გატარებასთან დაკავშირებით, მხარი არ დაუჭირეს.

საერთაშორისო საზოგადოების მიერ სირიაში არსებული დაძაბული ვითარების დაგმობამ გასულ კვირაში ქალაქ ხულას სამთავრობო ძალების მიერ მასობრივი დაბომბვა მოჰყვა. შემთხვევას 113 ადამიანის, მათ შორის ათობით ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.

 

კომენტარები