ვატიკანი

ვატიკანმა დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილი დააკავა

ვატიკანმა დააკავა პირი, რომელიც კონფიდენციალური დოკუმენტებისა და წერილების მედიაში გაჟონვაშია ეჭვმიტანილი.

ოფიციალური განცხადებით, იგი ვატიკანის მაგისტრატებმა უკვე დაკითხეს, თუმცა ამ პიროვნების შესახებ დეტალები არ ვრცელდება.

გასულ თვეში, საქმის გამოძიების მიზნით, პაპმა ბენედიქტე XVI-მ კარდინალების სპეციალური კომისია შექმნა. „ვატიკანის პოლიციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა ადამიანი, რომელიც ფლობს კონფიდენციალურ დოკუმენტებს“ - განაცხადა ვატიკანის სპიკერმა, ფედერიკო ლომბარდიმ. სააგენტო როიტერი, უცნობ წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ დაკავებული სასულიერო პირი არ არის.

ინფორმაცის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე თანამდებობიდან გაათავისუფლეს ვატიკანის ბანკის პრეზიდენტი, ეტორე გოტი ტედეჩი. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ის იყო ეჭვმიტანილი იყო დოკუმენტების გაჟონვაში.

ე.წ. ვატილიკსის სკანდალის დროს, რომელმაცვატიკანი განარისხა, საჯარო გახდა სხვადასხვა დოკუმენტი, რომლებიც წმინდა საყდრის ოფიციოზს შორის არსებულ შეუთანხმებლობასა და შიდა კონფლიქტებს აღწერდნენ.

 

კომენტარები