პაკისტანი

აშშ-ს სენატმა ექიმის დაპატიმრება დაგმო და პაკისტანს დახმარება შეუმცირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები პაკისტანის ხელისუფლების მიერ ექიმ  შაკილ აფრიდის დაპატიმრებას გამოეხმაურნენ, რომელიც ამერიკულ სპეცსამსახურებს ტერორისტ ოსამა ბინ ლადენის პოვნაში დაეხმარა.

სენატორებმა დაგმეს პაკისტანელი ექიმის დაკავება და მხარი დაუჭირეს დადგენილებას, რომელიც პაკისტანისთვის დაპირებული 33 მილიონი დოლარის დახმარების ყოველწლიურად 1 მილიონი დოლარით შემცირებას ითვალისწინებს.

ექიმმა შაკილ აფრიდმა გასულ წელს, პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში  ვაქცინაციის ფიქტიური პროგრამა ჩაატარა, რომლითაც აშშ-ს სპეცსამსახურებს ბინ ლადენის ადგილსამყოფელის პოვნაში დაეხმარა.

პაკისტანის ხელისუფლებამ, სამშობლოს ღალატის ბრალდებით ექიმს 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აშშ-ს სენატის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, შაკილ აფრიდისთვის მისჯილი თითოეული წელი პაკისტანს თითო მილიონი დოლარის დახმარებას დააკარგვინებს. 

კომენტარები