ავღანეთი

ფრანსუა ოლანდი ვიზიტით ავღანეთს ეწვია

საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დღეს ავღანეთს ეწვია. აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა.

BBC – ის ინფორმაციით, საფრანგეთის პირველი პირის ვიზიტი ქაბულში მხოლოდ რამდენიმე საათს გასტანს და მის ფარგლებში ოლანდი ნატოს მისიაში მონაწილე საფრანგეთის სამხედრო ძალებს შეხვდება.

გამოცემის ცნობით, ოლანდს თან ახლავს ქვეყნის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები.

აღნიშნულ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ სურს, საფრანგეთის სამხედრო ძალებმა მიმდინარე წლის ბოლომდე სრულად დატოვონ ავღანეთი, ერთი წლით ადრე მისი წინამორბედის, ნიკოლა სარკოზის დადგენილ ვადამდე. ამჟამად ავღანეთში სამი ათასზე მეტი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

კომენტარები