პაკისტანი

პაკისტანში ბინ ლადენის პოვნაში მონაწილე ექიმი გაასამართლეს

პაკისტანში ექიმი შაკილ აფრიდი დააკავეს, რომლის დახმარებითაც 2011 წელს ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ტერორისტ ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელი იპოვნეს.

სამშობლოს ღალატისთვის გასამართლებულ ექიმს 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შაკილ აფრიდს ასევე დაეკისრა ჯარიმის გადახდა 3 500 დოლარის ოდენობით.

მსჯავრდებულს პაკისტანის სასამართლოს განაჩენის გასამართლების უფლება აქვს.

შაკილ აფრიმი სპეციალურად დადგმული ვაქცინაციის კამპანიის საშუალებით გაიგო იმ პირის ტელეფონის ნომერი, ვის სახლშიც ბინ ლადენი იმალებოდა. სასამართლომ ის პაკისტანის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაში დაადანაშუალა.

ფაქტს აშშ-ს თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ექიმის საქციელის სახელმწიფოს ღალატად ჩათვლა არამართებულია. 

კომენტარები