მუსიკა

გარდაიცვალა რობინ გიბი

ჯგუფ Bee Gees-ის წევრი რობინ გიბი 62 წლის ასაკში კიბოსთან დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

განცხადება მომღერლის გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახმა ‘დიდი მწუხარებით’ გააკეთა. წინა თვეს გიბი პნევმონიის გართულების შემდეგ კომაში ჩავარდა.

ცნობილმა მუსიკოსებმა თავისი მწუხარება ტვიტერის საშუალებით გამოხატეს. რობინ გიბის მეგობარმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა აღნიშნა, რომ იგი ‘ძალიან დააკლდება’.

ჯგუფი Bee Gees ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე შემსრულებლად რჩება. 1960-იანი წლების შემდეგ მათ 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაიყიდა. ჯგუფის ჰიტებს შორისაა Stayin' Alive, How Deep Is Your Love, Massachusetts, Night Fever.

 

კომენტარები