მუსიკა

2021 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი ადელის 30 გახდა

Walmart

2021 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი ადელის 30 გახდა. გამოსვლიდან 6 კვირაში მსოფლიოს მასშტაბით 600 000 ასლი გაიყიდა.

სტრიმინგ პლატფორმების ეპოქაში გამოსული ალბომის გაყიდვების 80%-ს კომპაქტ დისკები და ვინილები შეადგენს. 

30 ადელის რიგით მეოთხე ალბომია, რომელიც მომღერალმა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ გამოუშვა. 2015 წელს გამოცემული 25 მუსიკოსის კარიერაში ყველაზე გაყიდვადი ალბომია, პირველ კვირას ჩანაწერის 800 000 ასლი გაიყიდა, სულ დღემდე 25-ის 12.3 მილიონი ეგზემპლიარია გაყიდული.

2021 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომის ათეული ასე გამოიყურება:

1. ადელი – 30

2. ედ შირანი – Equals (=)

3. ABBA – Voyage

4. ოლივია როდრიგო – Sour

5. Queen – Greatest Hits

6. დუა ლიპა – Future Nostalgia

7. ედ შირანი – Divide

8. ელტონ ჯონი – Diamonds

9. Fleetwood Mac – 50 Years: Don't Stop

10. Dave – We're All Alone In This Together

გასული წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი ედ შირანის Bad Habits გახდა.

წყარო: BBC

 

კომენტარები