მაიკლ ჯექსონის ძმა და Jackson 5-ის წევრი ტიტო ჯექსონი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ მისმა შვილებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
"მწუხარებით გვიწევს თქმა, რომ ჩვენი საყვარელი მამა, როკ ენ როლის დიდების დარბაზის წევრი ტიტო ჯექსონი ჩვენთან ერთად აღარ არის. შოკირებულები, დამწუხრებულები და გულგატეხილები ვართ. ტიტო იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მის გარშემო ყველა ადამიანსა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნავდა" – წერია განცხადებაში.
Jackson 5-ის წევრები – ჯეკი, ტიტო, ჯერმაინი, მარლონი და მაიკლ ჯექსონები იყვნენ. ძმებისგან შემდგარი ჯგუფი 1970-იანი წლების არაერთი ცნობილი ჰიტის ავტორია, მათ შორის, "ABC", "I Want You Back" და "I'll Be There."





