აფხაზეთი

პუტინი ანქვაბს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქალაქ სოჭში აფხაზეთის თვითაღიარებულ პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზადაა დაეხმაროს აფხაზეთს სოციალურ პრობლემების და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში. ‘ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ ავაგებთ ურთიერთობებს საფინანსო სფეროში და რომელ ინსტრუმენტებს შევქმნით იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკის მხარეში ეფექტურად განვითარდეს უფრო მაღალი ტემპებით’, განაცხადა პუტინმა.

პუტინის სიტყვებით, აგრეთვე განიხილებოდა ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ურთიერთქმედების გაფართოების საკითხები.

შეხვედრამდე პუტინმა და ანქვაბმა დაათვალიერეს სასაზღვრო კონტროლის პუნქტი მდინარე ფსოუზე. 16 მარტიდან სრული დატვირთვით ამუშავდა მრავალმხრივი საავტომობილო გზა პუნქტ ‘ადლერთან’.

 

კომენტარები