საკონსტიტუციო ცვლილებები

საკონსტიტუციო ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე პირობით დაუჭერს მხარს

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა დაასახელა ის პირობები, რომელთა შემთხვევაშიც საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭერს მხარს.

,,ჩვენ ცვლილებებს მხოლოდ ერთი პირობით დავუჭერთ მხარს: პირდაპირ უნდა ჩავწეროთ, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება პირს, რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, დაბადებულია საქართველოში და ბოლო 10 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში. ცვლილება 2014 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს’’.- განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, უმრავლესობიდან არავის დაუმალავს, რომ ცვლილებების პროექტის მომზადების მიზეზი იმ ადამიანს უკავშირდება, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ორჯერ თქვა - ,,დიახ, ამ კონკრეტული პიროვნების შესახებ ვსაუბრობ, რომელსაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ყოველგვარი გზა უნდა მოვუჭრათ. ამ შემთხვევაში მას სრული უფლება ექნება, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს''.

კომენტარები