აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა და რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლები სირიიდან ჩამოსულ ოცდაშვიდ ადამიანს სოჭის აეროპორტში დახვდნენ. სოხუმში სასტუმრო "Айтар" - ში, სადაც ისინი მომავალი ოთხი თვის განმავლობაში იცხოვრებენ, სტუდენტები, მთავრობისა და საზოგადოების წევრები სირიიდან დაბრუნებულებთან შესახვედრად იყვნენ შეკრებილი.
,, ეს მიწა თქვენს წინაპრებს ეკუთვნით, რომლებიც ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ, ჩვენთვის დიდი სიხარულია, რომ თქვენ, მათი შთამომავლები აქ დაბრუნდით.’’ - განაცხადა აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ კონსტანტინ ოზგანმა.
რეპატრიაციის სახელწიფო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, უახლოეს მომავალში აფხაზეთში კიდევ ერთი ჯგუფი დაბრუნდება სირიიდან, ხოლო მთელი წლის განმავლობაში ასამდე რეპატრიანტს ელოდებიან.




