ტერორიზმი

CERN-ის ლაბორატორიის ფიზიკოსი ტერორისტული გეგმისთვის გაასამართლეს

საფრანგეთის სასამართლომ CERN-ის ლაბორატორიის ფიზიკოსს, ადლენ იშოს ტერორისტული გეგმისთვის 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ფიზიკოსი 2009 წელს საფრანგეთის პოლიციამ ტერორისტულ ორგანიზაცია ალ ყაიდასთან თანამშრომლობის ეჭვის საფუძველზე დააკავა. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მუქარის წერილები მიიღო. პოლიციამ მეცნიერის იმეილებიდან დაადგინა, რომ წარმოშობით ალჟირელი იშო „მზად იყო აქტიურ ტერორისტულ დაჯგუფებას შეერთებოდა“. მის სახლში დიდი რაოდენობით ისლამისტური ლიტერატურა აღმოაჩინეს.

დაცვის მხარის მტკიცებით, იშომ ზურგის ტრავმა მიიღო და მორფინს იღებდა, რამაც მისი იმეილების წერაში მნიშნველოვანი როლი ითამაშა. თავად იშო აცხადებს, რომ ის ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას არ გეგმავდა. 

კომენტარები