მედიცინა

ბრიტანეთში იმპლანტაციის გზით პაციენტებს მხედველობა აღუდგათ

ორ ბრიტანელ მამაკაცს, რომელთაც წლების განმავლობაში დღის სინათლე სრულიად ჰქონდათ დაკარგული, მხედველობის უნარი ნაწილობრივ აღუდგინეს. BBC – ის ინფორმაციით, პაციენტებს ბრიტანეთის კლინიკებში, Oxford Eye Hospital და King's College Hospital ოპერაცია ჩაუტარდათ, რომელიც ახალი ტექნოლოგიით მკურნალობას – იმპლანტაციას მოიცავდა.

გამოცემის ცნობით, მამაკაცებს დაზიანებული თვალის ბადურის უკანა მხარეს მიკროჩიპები დაუმაგრდათ. მათი საშუალებით მხედველობადაქვეითებულმა პაციენტებმა სინათლის აღქმა და ზოგიერთი საგნის ფორმის გარჩევა შეძლეს.

მიკროჩიპები, რომლებიც იმპლანტანტების როლს ასრულებს, აღჭურვილია სინათლის მგრძნობიარე გამოსახულების მინიმალური შესაძლებელი ელემენტებით (პიქსელებით). სწორედ პიქსელების საშუალებით მიეწოდება სიგნალი მხედველობის ნერვს. მხედველობის ნერვი კი სიგნალის ტვინისათვის გადაცემას უზრუნველყოფს.

გამოცემასთან საუბრისას ერთ–ერთმა პაციენტმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, ოპერაციის შემდეგ პირველად იხილა ფერადი სიზმრები.

 

კომენტარები