კინო

კოსმოპოლისი

ინტერნეტში დევიდ კრონენბერგის ახალი ფილმის ტრეილერი გამოჩნდა. ”კოსმოპოლისი” 28 წლის მილიარდელის, ერიკ პეკერის, ერთი დღის ”ოდისეაზე” მოგვითხრობს, რომელიც მომავლის მანჰეტენში ვითარდება. ფილმების ”შიშველი ლანჩი”, ”ბუზი”, ”ძალადობის ისტორია” შემქმნელი, ერთი შეხედვით(ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ) იმ ესთეტიკასა და ატმოსფეროს დაუბრუნდა, რომლითაც  ”ვიდეოდრომი” და ”შეჯახება” გადაიღო.

 ”კოსმოპოლისში” მთავარ როლს რობერტ პატინსონი შეასრულებს, მის გარდა ნამუშევარში მონაწილეობას ჟულიეტ ბინოში, სამანტა მორტონი, პოლ ჯიამატი, მატიე ამარლიკი, და ჯეი ბარუშელი ასრულებენ.

 ფილმს კანის კინოფესტივალზე აჩვენებენ.  აშშ-ში გამოსვლის თარიღი კი უცნობია.  

 

ვიდეოს ბმული 

კომენტარები