მსოფლიო ბანკი

ჯიმ იონ კიმი მსოფლიო ბანკის ახალ პრეზიდენტად დასახელდა

მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ ახალ პრეზიდენტად ამერიკელი ჯიმ იონ კიმი დაასახელა.

ჯიმ იონ კიმი წარმოშობით კორეელია, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა, იაპონიამ, კანადამ, რუსეთმა. კიმის მთავარმა კონკურენტმა, ნიგერიის ფინანსთა მინისტრმა, მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს არჩევანს „პოლიტიკური“ უწოდა. მსოფლიო ბანკის დაარსებიდან მისი ხელმძღვანელის პოსტი ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს ეკავა.

ახალი პრეზიდენტი პირველი ივლისიდან შეუდგება თავის საქმიანობას. ჯიმ იონ კიმი მსოფლიო ბანკს 5 წლის მანძილზე უხელმძღვანელებს.

 

კომენტარები