დღეს, აფხაზმა სამართალდამცავებმა, ალექსანდრე ანქვაბზე, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ექვსი მოქალაქე დააკავა.
დაკავებულთა ვინაობას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ ახმაურებენ.
ინფორმაცია ეჭვმიტანილების დაკავების შესახებ აფხაზეთის „გენერალურმა პროკურატურამ“ გაავრცელა.
ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა 22 თებერვალს განხორციელდა, რასაც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ორი დაცვის წევრი, რემზიკ ცუგბა და თენგიზ პანდარია ემსხვერპლა.




