განათლების სამინისტრო

კიბერუსაფრთხოების სკოლა საქართველოში

2012 წლის აგვისტოდან საქართველოში კიბერუსაფრთხოების სკოლა ამოქმედდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, ქართველ IT სპეციალისტებს ესტონელი ექსპერტები გადაამზადებენ. გადამზადებული ტრენერები კი, სხვადასხვა სამინისტროებს, საჯარო და კერძო სექტორს IT უსაფრთხოების სისტემის შექმნაში დაეხმარებიან და მათ IT სპეციალისტებს გადაამზადებენ.

გარდა ტრენინგებისა, ესტონეთიდან მოწვეული IT სპეციალისტები, სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელებს, სწორი მენეჯმენტის წარმართვაში დაეხმარებიან და კონსულტაციას გაუწევენ ელექტრონული ბაზების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.

 

კომენტარები