რეგიონები

ზესტაფონის წყლით მომარაგება უმჯობესდება

ზესტაფონის მოსახლეობას წყალი ყოველდღიურად, გაუმჯობესებული გრაფიკით მიეწოდება.

მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების შედეგად, ზესტაფონის მოსახლეობა ყოველდღიურ, 7 საათიან, წყალმომარაგებაზე გადავიდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით,  პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ქალაქის მოსახლეობამ წყალი უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში მიიღოს. 

წყალმომარაგება ზესტაფონისთვის ბოლო 30 წლის მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. მოსახლეობის ძირითად ნაწილს წყალი 3-4 დღეში ერთხელ მხოლოდ 3 საათით მიეწოდებოდა.

 

კომენტარები