რეგიონები

სააკაშვილი: მომავალი წელი კახეთის წელი იქნება

პრეზიდენტი სააკაშვილი ყვარელში, ილია ჭავჭავაძის განახლებულ სახლ- მუზეუმში,  კახეთის 4 რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდა და ისინი პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვა.  მოსწავლეებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალიან ბევრს ფიქრობს კახეთზე. ” ჩემს პირად მისიად მივიჩნევ კახეთის განვითარებას.  ბევრს ლაპარაკობდნენ სააკაშვილი ყველაზე მეტ ყურადღებას ბათუმს უთმობსო, ჩემთვის პრინციპული იყო აჭარის აღორძინება. ქუთაისელები ჩიოდნენ , სააკაშვილი გადაგვიფრენს  და ჩვენს ქალაქს ყურადღებას არ აქცევსო, მაგრამ დღეს ქუთაისიც შენდება”- უთხრა მოსწავლეებს მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა :”  მომავალი წელი ჩემთვის კახეთის წელი იქნება, აქ ტურისტული  ინფრასტრუქტურა განვითარდება.” 

კომენტარები