
„საქართველომ რამდენიმე წლის წინ შემოიტანა განცხადება ევრიმაჟის წევრობაზე, თუმცა სხვადასხვა პრობლემების გამო, მისი გაწევრიანება შეფერხდა. მას შემდეგ რაც თამარ ტატიშვილი საქართველოს კინოცენტრის დირექტორი გახდა, ერთად განვიხილეთ პრობლემები და მივაგენით გამოსავალს, რომელიც ერთნაირად მისაღები იყო როგორც ქართული მხარისთვის, ასევე ევრიმაჟის წევრი სხვა 35 ქვეყნისთვის.
ქართველ პროდიუსერებს საშუალება ექნებათ, ევრიმაჟის დახმარებით, უცხოელ კოლეგებთან ითანამშრომლონ და დაფინანსება მოიპოვონ. ამ შემთხვევაში, ამა თუ იმ პროექტს სხვა ქვეყნის კინოთეატრებში აჩვენებ და მეტი შანსი ექნება ფესტივალებზე მოსახვედრად. ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორც საქართველოა, კინო ადგილობრივი კინოთეატრებისთვის იქმნება. უცხოელი პროდიუსერები კი მოგების გაზრდის მიზნით, მას სხვა ქვეყნებშიც გაიტანენ. ფილმის სიუჟეტი შეიძლება ისევ ძალიან ლოკალურ თემასა და პრობლემაზე იყოს, მაგრამ ფროდაქშენი გაკეთდება ისე, რომ საერთაშორისო მაყურებელმა ნახოს”, – განაცხადა რობერტო ოლამ ტაბულასთან ინტერვიუსას.
მას შემდეგ რაც საქართველო ევრიმაჟის წევრი გახდა, ის უკვე ორ კო-პროდუქციაში მონაწილეობს. „ეპიკი” და „ჩაიკა” – ასე ჰქვია ფილმებს, რომლის შექმნაში ქართული მხარე თანამონაწილეა. ფილმების რაღაც ნაწილს საქართველოში გადაიღებენ.
რობერტო ოლას განცხადებით, „დაფინანსების მოსაპოვებლად ყველაზე მნიშვნელოვანი სცენარია, მე ვიტყოდი, რომ 80%-ით სცენარზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა პროექტი დაფინანსებას. მნიშვნელოვანია მხატვრული ღირებულება, ორიგინალურობა. სცენარი უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლისთვის გასაგები და საინტერესო. ჩვენ არ ვეძებთ რაღაც კონკრეტულ სიუჟეტებსა და იდეებს, მთავარია კარგი, ხარისხიანი ახალი კინო. ზოგი ამას არტჰაუს კინოს ეძახის, ზოგიც საავტოროს, ჩვენთვის კი სახელს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”.
ემირ კუსტურიცა, ლარს ფონ ტრიერი, კოსტას გავრასი – ეს ის რეჟისორები არიან, რომლებმაც სხვადასხვა დროს ევრიმაჟის დაფინანსება ვერ მოიპოვეს. ფონდისთვის მნიშვნელოვანი არა რეჟისორის სახელი, არამედ სცენარია.
„დაფინანსების მოპოვებისას ფილმის ჟანრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პროექტი შეიძლება იყოს დრამა, თრილერი, კომედია, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ან დოკუმენტური ფილმი. მთავარია, სცენარი და რეჟისორის ხედვა იყოს საინტერესო და ორიგინალური. ჩვენ არ დავაფინანსებთ სტანდარტულ თრილერს ან კომედიას, რომლის მსგავსიც ყოველწლიურად ათობით სხვა ფილმი გამოდის”, – განაცხადა რობერტო ოლამ და დასძინა, რომ „ევრიმაჟის დაფინანსების მოსაპოვებლად აპლიკაციის გამოგზავნა შეუძლია იმ რეჟისორს, 
ქართველ რეჟისორებს, ქართული კინოცენტრის დახმარებით, უკვე შეუძლიათ ევრიმაჟთან თანამშრომლობა, სულ ცოტა, ცდა მაინც დაფინანსების მოსაპოვებლად. ევრიმაჟი ევროპაში ნამდვილად ითვლება ხარისხის გარანტად და ამას დასაწყისში ჩამოთვლილი (მხოლოდ 2011 წლის) ფილმებიც ადასტურებს.





