ჰოლივუდი

ჯეიმს ქემერონი ისევ პირველია

რეჟისორი ჯეიმს ქემერონი მარიანას ღრმულში ბატისკაფით ჩაეშვა და გახდა პირველი ადამიანი, რომელიც მარტო იყო დედამიწის ოკეანეების ყველაზე ღრმა წერტილში.

ფილმების ”ავატარი” და ”ტიტანიკი” რეჟისორი ერთკაციანი ბატისკაფით DeepSea Challenge ჩაეშვა ღრმულში. ბატსიკაფი ქემერონის სპეციალური შეკვეთით დაამზადეს. რეჟისორმა ყველაზე ღრმა წერტილი 3D კამერებით გადაიღო, ცოცხალი ორგანიზმებისა და მცენარეების ნიმუშები წამოიღო და წყლის ზედაპირეზე დაბრუნდა. ვიდეო მასალა ჯეიმს ქემერონის ახალ დოკუმენტურ ფილმში შევა.

ეს არაა პირველი შემთხვევა როდესაც ქემერონი ოკეანით ინტერესდება. ”ტიტანიკის” გადაღებისას რეჟისორი 12-ჯერ ჩაეშვა წყალქვეშ, მისი ერთ-ერთი ფილმის, ”სიღრმე”, სიუჟეტი კი მთლიანად წყალქვეშ ვითარდება. ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის, ”ავატარი”, მეორე ნაწილი, პლანეტა პანდორას წყალქვეშა სამყაროზე იქნება.

ჯეიმს ქემერონამდე მხოლოდ ორმა ადამიანმა დონ უოლშმა და ჟაკ პიკარმა მოახერხეს დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილის დალაშქვრა, მათ ეს 1960 წელს გააკეთეს.

 

კომენტარები