ლიტერატურა

მამაკაცებისთვის განკუთვნილი ლიტერატურული პრემიის მფლობელი ქალი გახდა

სამხრეთ კორეელი მწერალი კიუნგ-სუკ შინი პირველი ქალია, ვინც   მამაკაცების აზიური ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა.

ნაწარმოები სახელად „Please Look After Mom“ მოგვითხრობს კორეული ოჯახის ისტორიას, რომლის წევრებიც სეულის რკინიგზის სადგურში დაკარგულ დედას ეძებენ.

„დედის საპოვნელად განვლილი გზა, არის გზა, რომელიც იმის ხელახლა შესაძენად უნდა გავიაროთ, რაც თანამედროვე სამყაროში არსებული პროგრესის გამო დავკარგეთ.“ - ასე დაახასიათა ავტორმა თავისი ნაწარმოები. „ეს პრიზი ჩემთვის მეტია, ვიდრე უბრალო ჯილდო, თითქოს ეს რაღაც ახლის დასაწყია.“ - განაცხადა შინმა.

პრემიის ორგანიზატორებმა კი გამარჯვებულ ნაწარმოებს კორეის პორტრეტი უწოდეს.

მამაკაცების აზიური ლიტერატურული პრემია აზიელი მწერლებისთვისაა განკუთვნილი. კონკურსში მონაწილე რომანები ინგლისურ ენაზე დაწერილი ან ნათარგმნი უნდა იყოს.

აზიური ლიტერატურული პრემიის დაჯილდოების ცერემონია პირველად 2007 წელს გაიმართა. პირველი ჯილდოს მფლობელი ჩინელი მწერალი ჩიანგ რონგი გახდა ნაწარმოებით „Wolf Totem.“

კომენტარები