გამოცემა Billboard-ის მიხედვით ქანთრის ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი 2011 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პოპ შემსრულებელია. მან უკან ჩამოიტოვა ადელი და ლედი გაგა. მომღერალმა გასული წლის განმავლობაში 35, 7 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. ძირითადი შემოსავალი მას გაყიდულმა ალბომებმა და აზიის, ევროპისა და ავსტრალიის გარშემო ტურებმა მოუტანა.
როკ ჯგუფმა U2-მ, რომელსაც 2011 წელს მსმენელისათვის ახალი ნამუშევრები არ შეუთავაზებია, 32,1 მილიონი დოლარით მეორე ადგილი დაიკავა. ჯგუფის შემოსავლის წყარო მსოფლიოს გარშემო 360 ტური გახდა.
მესამე ადგილის მფლობელს, ამერიკელ ქანთრის მომღერალ კენი ჩესნის გასული წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი შემსრულებელი ლედი გაგა მოსდევს. წლევანდელი გრემის 6 ჯილდოს მფლობელი ადელი მეათე ადგილს დასჯერდა 13,1 მილიონით. ბრიტანელი მომღერლის შემოსავალზე, რომლის ნამუშევარი „21“ 2011 წლის ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომი გახდა, ნოემბერში ჩრდილოეთ ამერიკაში შეწყვეტილმა ტურმა იქონია გავლენა.
მეხუთე ადგილი რეპერმა ლილ უეინმა დაიკავა. იგი სცენაზე ალბომით „Carter III“ 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ დაბრუნდა, რომელიც მას იარაღის უკანონო ტარებისათვის ჰქონდა მისჯილი.
გარდა ადელისა, ბრიტანელი მუსიკოსებიდან Billboard-ის ჩარტში შადემ მეექვსე, ელტონ ჯონმა მეცამეტე, ხოლო როდ სტიუარტმა 25-ე ადგილი დაიკავა.





