ბრიტანული როკ-ბენდი The Rolling Stones 1962 წელს, ლონდონში ჩამოყალიბდა. წელს ჯგუფის 50 წლის იუბილეა, მის აღსანიშნავად ბენდი ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოცემს, რომელშიც მხოლოდ ვეტერანი როკ-მუსიკოსების ფოტოები იქნება.
წიგნი “The Rolling Stones: 50” გაყიდვაში 2012 წლის 12 ივლისს გამოვა, სწორედ ამ დღეს შედგა ბენდის დებიუტი, 1962 წელს ლონდონში, Oxford Street-ზე მდებარე „Marquee Club”-ში.
„ეს არის ჩვენი ისტორია, შესანიშნავი 50 წლის შესახებ“, განაცხადეს ბენდის წევრებმა.
“The Rolling Stones: 50”-ში ბენდის ნაცნობი და უცნობი ფოტოები მოიყრის თავს, წიგნში შევა ფილიპ თაუნსენდის მიერ გადაღებული მასალაც, რომლებიც ჯგუფის მიერ გადაღებული პირველი ფოტოებია.
“The Rolling Stones: 50” 352 გვერდიანი იქნება და მასში 700-მდე ილუსტრაცია განთავსდება.





