ჰოლივუდი

ჰოლივუდში ბინდის გაგრძელებას აპირებენ

ჯენიფერ გარნერს და ბენ აფლეკს მესამე შვილი შეეძინათ, ისინი ამჯერად ვაჟის მშობლები გახდნენ. მსახიობებმა ბავშვის სახელი საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით ამცნეს. აფლეკმა თავისი Facebook - ის გვერდზე დაწერა, რომ იგი ამაყია პატარა ბიჭუნას, სამუელ გარნერ აფლეკის მამობით.

ჰოლივუდში ვამპირული საგის „ბინდის“ გაგრძელებას აპირებენ. ეს იდეა კინოსტუდია Lionsgate-ის ხელმძღვანელებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც მათი კომპანია ფრენჩაიზის შემქმნელ Summit Entertainment - თან გაერთიანდა. სტეფანი მეიერის ბესტსელერის მიხედვით გადაღებულმა „ბინდის“ მეოთხე ნაწილმა მსოფლიო გაქირავებაში 700 მილიონ დოლარზე მეტის გამომუშავება შეძლო, ხოლო მეხუთე, ამ ეტაპზე ბოლო ფილმი 2012 წლის ნოემბერში გამოვა კინოთეატრებში. Lionsgate-ის ხელმძღვანელების აზრით, ასეთი წარმატებული პროექტის გაგრძელება ნამდვილად ღირს. სტუდია საგის სატელევიზიო შოუდ ქცევასაც არ გამორიცხავს.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ უმა თურმანი ბავშვს ელოდება. მსახიობის აგენტმა განაცხადა, რომ თურმანს და ფინანსისტ არფად ბესონს პირველი საერთო შვილი ეყოლებათ. მსახიობი ცოტა ხნის წინ წარსდგა საზოგადოების წინაშე ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, თუმცა ეს სიახლე პაპარაცების ყურადღების მიღმა დარჩა. აღსანიშნავია, რომ უმა თუმანსა მის ყოფილ მეუღლეს, ეტან ჰოუკს ორი საერთო შვლი ჰყავთ, 10 და 13 წლის ქალიშვილები.

 

კომენტარები