კალათბურთი

ქართველებმა ჟალგირისთან გაიბრწყინეს!

მანუჩარ მარკოიშვილმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. ევროლიგის მეორე ეტაპზე, მარკოიშვილი და კანტუ კაუნასში ჩავიდნენ და ჟალგირისს 77:71 მოუგეს. საქართველოს ნაკრების მსროლელმა არასრულ 39 წუთში 32 ქულა დააგროვა და პირადი სტატისტიკა ასევე 3 ჩაჭრით, 2 მოხსნით და 2 პასით შეავსო. მარკოიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტი 35 იყო.

მარკოიშვილმა ისროლა 10 და ჩააგდო 5 სამიანი. ევროლიგაზე მანუჩარის პირადი რეკორდი.

მარკოიშვილმა ცხრავე ჯარიმა ზუსტად ისროლა. კიდევ ერთი პირადი რეკორდი ევროლიგაზე.

მარკოიშვილზე ცხრაჯერ დაჯარიმდნენ. მანუ აქტიური, თითქმის შეუცვლელი იყო.

კანტუს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ჟალგირისთან თამაშამდე ჰქონდა დაკარგული, მაგრამ იტალიურმა კლუბმა სოლიდურად ითამაშა და ეს ქართველებმა განაპირობეს. კანტუს ცენტრმა, გიორგი შერმადინმა 25 წუთში 16 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.

H ჯგუფიდან მეოთხედფინალში ბარსელონა დ მაკაბი გავიდნენ.

 

 

კომენტარები