სამართალდამცავებმა დღეს კიკვიძის ბაღში ქართული ოცნების გარემოს დაცვის ჯგუფის კოორდინატორი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. ჩხარტიშვილი ბაღში ხეების გაჩეხვას და პოლიციის შენობის მშენებლობას აპროტესდებდა. ინტერპრესნიუსის ცნობით, ჩხარტიშვილი მშენებლობის ადგილზე ერთ-ერთ ორმოში ჩავიდა და მუშებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა.
ჩხარტიშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებთ, მას, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით გაასამართლებენ. ადმინისტრაციული სასამართლო პროცესი დაკავებიდან 12 საათში უნდა გაიმართოს.




