ჯოან როულინგი

პოტერიადას ავტორმა ახალი წიგნი დაწერა

 

ბრიტანელმა ავტორმა, ჯოან როულინგმა, რომელიც პოტერიადას - ჰარი პოტერის თავგადასავალის შვიდტომეულის ავტორია, ახალი წიგნი დაწერა. ამჯერად, დიდებისთვის. Hachette Book Group-ში შემავალმა კომპანიამ, Little, Brown and Company-იმ გუშინ განაცხადა, რომ წიგნის დაბეჭდვის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. თუმცა, დასახელება და გამოსვლის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. როულინგის თქმით, წიგნი პოტერიადასგან განსხვავებული იქნება.

ჰარი პოტერის პირველი წიგნი 1998 წელს გამოვიდა, სათაურით - ”ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”. მომდევნო ექვსი ნაწილი ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდული წიგნების სიაში აღმოჩნდა. პოტერიადა 70 ენაზეა თარგმნილი. 2007 წელს, ”ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების” მეშვიდე და უკანასკნელი წიგნის გამოსვლის პირველივე დღეს, 11 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

კომენტარები