ბრიტანელი მწერალი და ჰარი პოტერის ავტორი, ჯოან როულინგი მსახიობ ემა უოტსონის მიერ, პოდკასტზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა და ბრიტანელ მსახიობს "უვიცი" უწოდა.
ცნობისთვის, აქამდე უოტსონი როულინგის პოზიციას ლგბტქ+ ადამიანებსა და ცალკეულად ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ ერთ-ერთ პოდკასტში გასულ კვირას გამოეხმაურა.
"ჩემი დიდი სურვილია და ვიმედოვნებ, რომ ვინც არ ეთანხმება ჩემს აზრს, მაინც ვეყვარები და ასევე, მეც შემეძლება გავაგრძელო იმ ადამიანების სიყვარული, ვის აზრსაც შესაძლოა არ ვიზიარებდე.
შემიძლია მიყვარდეს ის [როულინგი], რადგან ვიცი, რომ მას ვუყვარვარ და ამისთვის მადლიერი ვარ - ვიცი, რომ რასაც ჩემზე ამბობს, მაგრამ ეს სულ სხვა რამ არის". - თქვა უოტსონმა.
პოდკასტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჯოან როულინგმა ვრცელი პოსტი გაავრცელა სოციალურ ქსელ X-ზე, სადაც ის უოტსონს პასუხობს.
"ემას ნამდვილი ცხოვრების ძალიან მწირი გამოცდილება აქვს და იმაზე უვიცია, ვიდრე იცის, რომ უვიცია. მას არასდროს დასჭირდება უსახლკაროთა თავშესაფარი, არ მოუწევს საავადმყოფოს საერთო პალატაში ყოფნა.
მის საპირფარეშოს, მხოლოდ ერთი ადამიანი იკავებს [გულისხმობს უოტსონს], რომელსაც გარეთ დაცვა ელოდება.
ოდესმე მოუწია მას აუზის საერთო გასახდელში გაეხადა? ოდესმე მოუწევს მას გაუპატიურების მსხვერპლი ქალების კრიზის ცენტრში კონსულტაცია, რომელიც ვერცერთ ქალს ვერ აძლევს სათანადო მომსახურების გარანტიას? მოუწევს მას საერთო საკნის გაზიარება კაცთან, რომელიც ქალად აიდენტიფიცირებს თავს?
მე არ ვყოფილვარ მულტიმილიონერი 14 წლის ასაკში - სიღარიბეში ვცხოვრობდი, პარალელურად ვწერდი წიგნებს, რამაც ემა ცნობილი გახადა - აქედან და ჩემი ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ქალთა უფლებებს, რაშიც ემა ასეთი ენთუზიაზმით არის ჩართული, თურმე "ვამახინჯებ", ნიშნავს რომ ქალებსა და გოგოებს არ აქვთ პრივილეგიები.
ძალიან ირონიულია, ემამ მის ბოლო ინტერვიუში გადაწყვიტა, რომ მას ვუყვარვარ და მაფასებს - "ეჭვი მაქვს, მან შეამჩნია, რომ ჩემი განჯსა აღარ არის ისეთი მოდური, როგორიც ადრე იყო". - წერს როულინგი სოციალურ ქსელში.





