ჯოან როულინგი

რალფ ფაინსი: ჯოან როულინგისადმი მიმართული სიტყვიერი შეურაცხყოფა ამაზრზენი და შემზარავია

Insider

ჰარი პოტერის ფრენჩაიზის მსახიობმა, რალფ ფაინსმა მწერალ ჯოან როულინგს მხარი დაუჭირა. 

"როულინგმა დაწერა დიდებული წიგნები ახალგაზრდა ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი თავის ძიებაში არიან. მისი ნაწარმოებები იმაზე თუ როგორ გახდე უკეთესი, ძლიერი, მეტად მორალური ადამიანი. ჯოან როულინგისადმი მიმართული სიტყვიერი შეურაცხყოფა ამაზრზენი და შემზარავია. მესმის, რომ მისმა შეხედულებებმა შესაძლოა არაერთი ადამიანი გააბრაზოს, მაგრამ ის არ არის ვიღაც უხამსი, ულტრამემაჯვენე ფაშისტი, უბრალოდ არის ქალი, რომელიც ამბობს: "მე ვარ ქალი, ამას ვგრძნობ და მინდა ეს ხმამაღლა ვთქვა". მესმის რატომ უნდა ამის თქმა, მიუხედავად იმისა, რომ ქალი არ ვარ". – ამბობს ლორდ ვოლდემორის როლის შემსრულებელი მსახიობი.

2020 წლის მაისში საიტზე Devex გამოქვეყნდა სტატია სათაურით "მეტად თანასწორი მსოფლიოს შექმნა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ". 6 ივნისს როულინგმა ტვიტერზე სტატია გამოაქვეყნა კომენტარით: "ადამიანებს, რომელთაც მენსტრუალური ციკლი აქვთ - დარწმუნებული ვარ, მათ დასახასიათებლად რამე კონკრეტული სიტყვა არსებობს - Wumben? Wimpund? Woomud"?

მწერლის პოსტი მრავალმა ადამიანმა გააკრიტიკა. სოციალურ ქსელებში ავტორი ტრანსფობიაში დაადანაშაულეს. 

კრიტიკას მოგვიანებით ჯოან როულინგმა კიდევ ერთი ტვიტი მიუძღვნა.

"თუ სქესი რეალური არ არის, არც ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის მიზიდულობა იარსებებს. სქესი რეალური რომ არ იყოს, სამყაროში სიცოცხლე გაქრებოდა. მე ვიცნობ და მიყვარს ტრანსგენდერი ადამიანები. სიმართლის თქმა სიძულვილს არ ნიშნავს".

როულინგმა მოგვიანებით ვრცელი ესე გამოაქვეყნა, რომელშიც კრიტიკოსებს უპასუხა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯოან როულინგს ბრალს ანტი ტრანს განცხადებებში სდებენ. 2019 წლის დეკემბერში მან ბრიტანელი მკვლევარი მაია ფორსტატერი დაიცვა, რომელმაც, თავის მხრივ, სამსახური ტვიტერზე გაკეთებული განცხადების გამო დაკარგა: "ტრანსგენდერ ქალებს არ შეუძლიათ ბიოლოგიური სქესის შეცვლა", - წერდა ის.

ჰარი პოტერის რამდენიმე მსახიობმა, მათ შორის დენიელ რედკლიფმა და ემა უოტსონმა როულინგი პოსტების გამო გააკრიტიკა. მწერალს მხარი დაუჭირა ფანტასტიკური ცხოველების მსახიობმა ედი რედმეინმა. როულინის თქმით ბოლო ორ წელში შეურაცხყოფის და მუქარის შემცველი არაერთი წერილი მიიღო. 2021 წელს ქვიდიჩის ორმა ლიგამ მწერალთან გამიჯვნის მიზნით სპორტის სახელის შეცვლა მოითხოვა

კომენტარები