ჯოან როულინგი

ჯოან როულინგის ახალი წიგნი ოქტომბერში გამოვა

NBC News

ჯოან როულინგმა ახალი საბავშვო წიგნი Christmas Pig დაწერა, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვა.

მომავალი წიგნის სიუჟეტის ცენტრში ბიჭი სახელად ჯეკი და მისი საყვარელი სათამაშო გოჭი არიან. 

"შობის ღამე სასწაულებისა და გაცრუებული იმედების გამართლების დროა, როდესაც ყველაფერია შესაძლებელი. ჯეკის ახალ თოჯინას ამბიციური გეგმა აქვს, ისინი ერთად ჯადოსნურ მოგზაურობაში მიემგზავრებიან". – ვკითხულობთ წიგნის ანონსში.

Christmas Pig პირველი საბავშვო რომანი და მეორე ნამუშევარია, რომელსაც ჰარი პოტერის ავტორი 2019 წელს დაწყებული სკანდალის შემდეგ გამოსცემს. ორი წლის წინ როულინგი ტრანსფობიაში დაადანაშაულეს.

კომენტარები