ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

ე.წ. პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი ცხინვალში

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  ”საპრეზიდენტო არჩევნებისთვის” რეგისტრაციაში პირველი კანდიდატი გაატარა. ეს სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხერლმძღვანელი გენერალი ლეონიდ თიბილოვია.

თიბილოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი რეგიონში „წესრიგის აღდგენაა“. მისი თქმით, გასული წლის არჩევნებში გამარჯვება ნამდვილად ალა ჯიოევამ მოიპოვა, თუმცა მის პრეზიდენტობას ხელი „იურიდიულმა კაზუსმა“ შეუშალა. კანდიდატი ჯიოევასთან შეხვედრასა და მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს.

თიბილობვის თქმით, იგი არც კრემლის და არც ედუიარდ კოკოითის ინტერესებს გამოხატავს.

საპრეზიდენტო არჩევნები თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 25 მარტს გაიმართება.

 

კომენტარები