სოფელ აძესარის ეკლესიასთან დაკავებულია რვა ადამიანი, რომლებიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებულთა პირად ნივთებში აღმოჩენილია მცენარეული წარმოშობის ნარკოტიკული ნივთიერება.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი
ჯიოევი: დაკავებულია რვა ადამიანი, ისინი ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყვნენ
tbl.ge/3y0o
დაკოპირდა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელის, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევის თქმით, საქართველოს რვა მოქალაქე „მესაზღვრეებმა“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასახლებულ პუნქტ აძესარში ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ჯიოევმა ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ს უთხრა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 7 მოქალაქე გუშინ გაიტაცეს. ისინი სოფელ ახალუბანში ცხოვრობენ. დღეს კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს სოფელ არცევიდან. სუს-ის ინფორმაციით,ყველა მათგანი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
ამავე თემაზე
- პრეზიდენტი: ერედვში საოკუპაციო ძალა მორიგ ვანდალურ ქმედებებს ახორციელებს
- ოკუპირებულ სოფელ ერედვს რუსული დაფინანსებით "სამშენებლო ნაგვისგან" წმენდენ
- რუსეთის პატრიარქი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტს შეხვდა
- დოლიძე: კულახმეტოვის ე.წ ელჩად დანიშვნა ცინიკური და პროვოკაციული ნაბიჯია
- პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ ელჩად მარატ კულახმეტოვი დანიშნა