შოტლანდია

Neverendum ანუ დაუმთავრებელი ისტორია

შოტ­ლან­დი­ე­ლებს მო­უ­წევთ კი­დევ ერ­თხელ და­ფიქ­რ­დ­ნენ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ნა­წი­ლად დარ­ჩე­ნა სურთ თუ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში ცხოვ­რე­ბა. შოტ­ლან­დი­ის მმარ­თ­ვე­ლი შოტ­ლან­დი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პარ­ტი­ის (SPN) ლი­დერს და პირ­ველ მი­ნისტრს ალექს სალ­მონდს 2014 წლის შე­მოდ­გო­მის­თ­ვის რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მოცხა­დე­ბა სურს.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ­-­მი­ნის­ტ­რი დე­ვიდ კა­მე­რო­ნი შოტ­ლან­დი­ე­ლე­ბის­თ­ვის რე­ფე­რენ­დუ­მის და სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის გა­დაწყ­ვე­ტის უფ­ლე­ბას არ უარ­ყოფს. თუმ­ცა კა­მე­რო­ნი და პირ­ვე­ლი მი­ნის­ტ­რი რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხ­ზე ვერ თან­ხ­მ­დე­ბი­ან – მა­გა­ლი­თად, თუ ვის აქვს რე­ფე­რენ­დუ­მის და­ნიშ­ვ­ნის უფ­ლე­ბა. პრე­მი­ე­რის თქმით, 1999 წლის შოტ­ლან­დი­ის აქ­ტის მი­ხედ­ვით, კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ სა­კითხებს ლონ­დო­ნი წყვეტს და მხო­ლოდ მი­სი ნე­ბარ­თ­ვის შემ­დეგ აქვს ედინ­ბურგს რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა. სალ­მონ­დი უარ­ყოფს ლონ­დო­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ას რე­ფე­რენ­დუ­მის სა­კითხ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ ამ დე­ბატს ბო­ლო არ უჩანს, ფაქ­ტი­ა, რომ არა­ვის სურს რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ტარ­დეს და ამის შემ­დეგ ლე­გა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მ­ნას, რაც შე­იძ­ლე­ბა ქა­ო­სის მი­ზე­ზად იქ­ცეს.

პარ­ლა­მენ­ტ­ში შოტ­ლან­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უკ­ვე ითა­ვა იური­დი­უ­ლი და ტექ­ნი­კუ­რი სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. ეს არც ისე მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა. საქ­მე არა უბ­რა­ლოდ ლონ­დონ­-ე­დინ­ბურგს შო­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­მარ­თ­ლებ­რივ და­ვას ეხე­ბა. ამ სა­კითხს პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბა აქვს, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დეგ­ზე გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს. სა­და­ვო სა­კითხ­თა­გა­ნი რე­ფე­რენ­დუმ­ზე დას­მუ­ლი კითხ­ვის ფორ­მა­ცა­ა. კა­მე­რო­ნის თქმით, დას­მუ­ლი კითხ­ვა მკა­ფიო უნ­და იყოს, კი­-ა­რას ფორ­მატ­ში: „გსურთ თუ არა შოტ­ლან­დია გა­მო­ვი­დეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­დან და იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა?”

სალ­მონ­დის­თ­ვის კითხ­ვის ეს ვა­რი­ან­ტი მი­უ­ღე­ბე­ლი­ა. მი­სი მომ­ხ­რე­თა რა­ო­დე­ნო­ბა ამ მო­მენ­ტის­თ­ვის რე­ფე­რენ­დუმ­ში გა­სა­მარ­ჯ­ვებ­ლად საკ­მა­რი­სი არ არის. უკა­ნას­კ­ნე­ლი გა­მო­კითხ­ვე­ბით, რო­მე­ლიც Yougov-მა გა­მო­ცე­მა The Sun-ისთვის ჩა­ა­ტა­რა, შოტ­ლან­დი­ე­ლე­ბის 33%-ს სურს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა (ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შოტ­ლან­დი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პარ­ტი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლის შემ­დეგ 5%-ით გა­ი­ზარ­და), მა­შინ რო­ცა 53%-ს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში დარ­ჩე­ნა უნ­და, 14%-ს კი ვერ გა­და­უწყ­ვე­ტი­ა. ინ­გ­ლის­სა და უელ­ს­ში იმა­ვე გა­მო­კითხ­ვით რეს­პონ­დენ­ტ­თა 33% თვლი­და შოტ­ლან­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სა­ჭი­როდ, 37% ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და, 30%-ს კი გა­მოკ­ვე­თი­ლი პო­ზი­ცია არ ჰქონ­და.

რე­ფე­რენ­დუმ­ში და­მარ­ცხე­ბა სალ­მონ­დის­თ­ვის და მი­სი პარ­ტი­ის­თ­ვის ძა­ლი­ან წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ის „კი-არა” კითხ­ვის ფორ­მა­ტის მომ­ხ­რე არ არის. გა­სულ კვი­რას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ რე­ფე­რენ­დუ­მის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის პირ­ვე­ლად ეს­კიზ­ში მი­ნის­ტ­რი კითხ­ვის სხვაგ­ვა­რად დას­მას აპი­რებს. მის კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხებს შო­რის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში დარ­ჩე­ნის ვა­რი­ან­ტებ­თან ერ­თად, კი­დევ ერ­თი ვერ­სია, ე.წ. devolution max, იგი­ვე მაქ­სი­მა­ლუ­რი დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ა, ფი­გუ­რი­რებს. ეს ვა­რი­ან­ტი გუ­ლის­ხ­მობს, რომ შოტ­ლან­დია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ნა­წი­ლად დარ­ჩე­ბა, თუმ­ცა სა­ში­ნა­ო, მათ შო­რის ფი­ნან­სურ, სა­კითხებ­შიც გა­ფარ­თო­ე­ბულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მი­ი­ღებს. ლონ­დო­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში თავ­დაც­ვა და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იქ­ნე­ბა.

დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ და­იწყო. დღეს მთელ რიგ სა­კითხებს არა ვეს­ტ­მინ­ს­ტე­რის ცენ­ტ­რა­ლუ­რი პარ­ლა­მენ­ტი, არა­მედ შოტ­ლან­დი­ის, უელ­სის და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო­ე­ბი წყვე­ტენ. შოტ­ლან­დი­ის პარ­ლა­მენ­ტის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დის ისე­თი სა­კითხე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, გა­ნათ­ლე­ბა, გა­რე­მო, ჯან­დაც­ვა, სა­სა­მარ­თ­ლო და პო­ლი­ცი­ა, ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი და ტრან­ს­პორ­ტი. თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის და­ფი­ნან­სე­ბას და ხარ­ჯ­ვის რა­ო­დე­ნო­ბას ვეს­ტ­მინ­ს­ტე­რი გა­ნა­გებს. ხარ­ჯ­ვის კონ­ტ­როლ­თან ერ­თად ლონ­დო­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში რჩე­ბა კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი სა­კი­თხე­ბი, თავ­დაც­ვა, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, ენერ­გე­ტი­კა, იმიგ­რა­ცი­ა, ვაჭ­რო­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა.

შოტ­ლან­დი­ე­ლე­ბის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს შე­იძ­ლე­ბა მე­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სურ­დეს. თუმ­ცა სალ­მონ­დ­მა იცის, რომ ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ეკო­ნო­მი­კურ ხარ­ჯებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა შოტ­ლან­დი­ე­ლე­ბის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყოს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჯა­რო ვალს ეხე­ბა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ვა­ლი 2014 წლი­სათ­ვის 1.4 ტრი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი იქ­ნე­ბა. შოტ­ლან­დი­ა­ზე მთლი­ა­ნი სა­ჯა­რო ხარ­ჯ­ვის 10% მო­დის, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბა შოტ­ლან­დი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის წილს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში. თუ შოტ­ლან­დი­ას სა­ჯა­რო ვა­ლი ისე­თი­ვე პრო­პორ­ცი­ით გა­და­ე­ცე­მა, რო­გორც ის ბი­უ­ჯეტს იღებ­და, მა­შინ 2014 წელს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­ღე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ქვეყ­ნის ვა­ლი 140 მი­ლი­არ­დი ფუნ­ტი იქ­ნე­ბა. ამას­თან ერ­თად, შოტ­ლან­დი­ას მო­უ­წევს 187 მი­ლი­არ­დი ფუნ­ტის ოდე­ნო­ბის შოტ­ლან­დი­ის სა­მე­ფო ბან­კის აქ­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­გან შეს­ყიდ­ვა.

სა­ჯა­რო ვა­ლის გა­ნა­წი­ლე­ბას­თან ერ­თად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კითხია შოტ­ლან­დი­ის ვა­ლუ­ტის ბე­დიც. კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის ხელ­ში ეს სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტი­ა. მა­თი თქმით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­დან გას­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში შოტ­ლან­დი­ას ევ­როს მი­ღე­ბა მო­უხ­დე­ბა. ეს კი დღე­ვან­დე­ლი ევ­როკ­რი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში შოტ­ლან­დი­ის ეკო­ნო­მი­კის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა სა­ზი­ა­ნო აღ­მოჩ­ნ­დეს. ამას­თან ერ­თად, შოტ­ლან­დი­ას სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ნა­წი­ლის ლონ­დო­ნი­დან ბრი­უ­სე­ლის­თ­ვის გა­და­ცე­მა მო­უ­წევს.

შოტ­ლან­დი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლურ პარ­ტი­ა­ში ფუნ­ტის ზო­ნის შექ­მ­ნის იდე­აც გაჩ­ნ­და, თუმ­ცა ლონ­დო­ნი შოტ­ლან­დი­ის და­სას­ჯე­ლად ამას არ და­თან­ხ­მ­დე­ბა. გა­მო­რიცხუ­ლი არ არის, ადამ სმი­ტი­სა და დე­ვიდ ჰი­უ­მის სამ­შობ­ლო­ში ძვე­ლი შოტ­ლან­დი­უ­რი ვა­ლუ­ტის დაბ­რუ­ნე­ბა და მი­სი ოქ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე მი­მაგ­რე­ბა გა­დაწყ­ვი­ტონ. თუმ­ცა, შოტ­ლან­დი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პარ­ტი­ის მე­მარ­ცხე­ნე ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს ნაკ­ლებ­სა­ვა­რა­უ­დო­ა.

სა­ინ­ტე­რე­სოა შოტ­ლან­დი­ის ევ­რო­კავ­შირ­ში და NATO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კითხი. ერ­თი ვა­რი­ან­ტით, ქვე­ყა­ნა ავ­ტო­მა­ტუ­რად გახ­დე­ბა ორი­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი. ამ­გ­ვა­რი პრე­ცე­დენ­ტი ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნე­ბის ნა­წი­ლე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სურთ – მა­გა­ლი­თად, ბას­კე­თის­თ­ვის ან კა­ტა­ლო­ნი­ის­თ­ვის – შე­იძ­ლე­ბა წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, შოტ­ლან­დი­ის ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ზო­გი­ერ­თი წევ­რი ქვეყ­ნის, მა­გა­ლი­თად, ეს­პა­ნე­თის, ინ­ტე­რე­სებს ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მას წევ­რო­ბა­ზე გა­ნაცხა­დის შე­ტა­ნა მო­უ­წევს.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ასე­თი სიძ­ვი­რის გა­მო, შოტ­ლან­დი­ე­ლებ­მა, შე­საძ­ლო­ა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში დარ­ჩე­ნა ამ­ჯო­ბი­ნონ. ამი­ტომ სრუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ნაც­ვ­ლად სალ­მონდს სურს მხო­ლოდ იმ სა­კითხებ­ზე სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მო­პო­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ ხარ­ჯებ­თან არ იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა ზუს­ტად რას გუ­ლის­ხ­მობს მაქ­სი­მა­ლუ­რი დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის ვერ­სი­ა, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია და რე­ფე­რენ­დუ­მის სა­კითხის და­დე­ბი­თად გა­დაწყ­ვე­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შოტ­ლან­დი­ის პარ­ლა­მენ­ტი­სათ­ვის გა­და­სა­ცე­მი უფ­ლე­ბე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­გა­ნი გახ­დე­ბა.

ლონ­დონ­სა და ედინ­ბურგს შო­რის კი­დევ ერ­თი უთან­ხ­მო­ე­ბის მი­ზე­ზი რე­ფე­რენ­დუ­მის დრო­ა. სალ­მონ­დის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის თა­რი­ღი, 2014 წლის შე­მოდ­გო­მა, ლონ­დო­ნის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი­ა. კა­მე­რო­ნის თქმით, რე­ფე­რენ­დუ­მის ასე გა­და­ვა­დე­ბა, ისე­დაც რთულ ეკო­ნო­მი­კურ პე­რი­ოდ­ში, შოტ­ლან­დი­ის და მთლი­ა­ნად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ეკო­ნო­მი­კას აზი­ა­ნებს. ამას­თან ერ­თად, გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი აზ­რით, სალ­მონდს სურს რე­ფე­რენ­დუ­მი ბა­ნოკ­ბერ­ნის ბრძო­ლის, რომ­ლის შე­დე­გა­დაც შოტ­ლან­დი­ამ ინ­გ­ლი­სის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა, 700 წლის­თავს და­ამ­თხ­ვი­ოს. ამით ის შოტ­ლან­დი­ე­ლე­ბის­თ­ვის ემო­ცი­ურ გა­რე­მოს შექ­მ­ნის. შემ­დე­გი ორი წე­ლი სალ­მონდს სა­კუ­თა­რი მომ­ხ­რე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გა­საზ­რ­დე­ლა­დაც დას­ჭირ­დე­ბა. ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად კა­მე­რო­ნი რე­ფე­რენ­დუ­მის რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე ჩა­ტა­რე­ბას ითხოვს – სა­ვა­რა­უ­დოდ, შემ­დეგი 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

შოტ­ლან­დი­ის გა­მო­ყო­ფას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა სა­მე­ფოს ეკო­ნო­მი­კურ და სამ­ხედ­რო სფე­რო­ებ­ზე. პირ­ველ რიგ­ში, შოტ­ლან­დი­ის „დაკარგვა” გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს პრეს­ტიჟს და­უ­კარ­გავს. NATO-ში კი სა­მე­ფო ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ებს დათ­მობს. შოტ­ლან­დი­ა­ში გან­ლა­გე­ბულ ბრი­ტა­ნე­თის შე­ია­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­სა და ბირ­თ­ვუ­ლი იარა­ღის ბედ­ზეც დე­ბა­ტე­ბი იქ­ნე­ბა. სა­უბ­რობ­დ­ნენ გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მუდ­მი­ვი ად­გი­ლის და­კარ­გ­ვის შე­სა­ხე­ბაც. თუმ­ცა, რო­გორც რუ­სე­თის პრე­ცე­დენ­ტი აჩ­ვე­ნებს, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­მარ­თალ­მემ­კ­ვიდ­რედ აღი­ა­რეს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს ეს სა­შიშ­რო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად ემუქ­რე­ბა.

არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი ჩრდი­ლო­ეთ ზღვის ნავ­თო­ბი­ა. სალ­მონ­დის მტკი­ცე­ბით, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნავ­თო­ბის 95% შოტ­ლან­დი­ის იქ­ნე­ბა. თუმ­ცა ინ­გ­ლი­სის მი­ერ ამ სა­ბა­დო­ებ­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხაა ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი. ამას­თან ერ­თად, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი წყლე­ბის შე­სა­ხებ წარ­მოქ­მ­ნილ­მა და­ვებ­მა შე­იძ­ლე­ბა შოტ­ლან­დი­ის წი­ლი აღ­ნიშ­ნულ ნავ­თობ­ში მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­როს.

შოტ­ლან­დია რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის­თა­ნა­ვე ავ­ტო­მა­ტუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვეყ­ნად არ იქ­ცე­ვა. რე­ფე­რენ­დუ­მის შემ­დეგ შოტ­ლან­დი­ის პარ­ლა­მენ­ტ­სა და ვეს­ტ­მინ­ს­ტერს შო­რის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­იწყე­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე წე­ლი გაგ­რ­ძელ­დეს.

 

კომენტარები