ოპოზიცია

ალასანია შსს-ს პარტიის წევრის დევნაში ადანასაულებს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიცია პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ელგუჯა ჩხაიძის უკანონო დაკავებაში დაადანაშაულა.

დღეს ლანჩხუთის პოლიციის შენობის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ალასანიამ ეს ფაქტი პოლიტიკურ დევნად შეაფასა.

მისივე განცხადებით, ჩხაიძე უკანონოდ დააკავეს და იარაღი ჩაუდეს. ალასანიას განცხადებით, პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ოჯახი განიცდის დევნას და ცოტა ხნის წინ მისი შვილი ნარკოტიკების მოხმარებაზე დააკავეს.

ამასთან, ალასანიამ აღნიშნა, რომ ადვოკატი დაკავებულთან 4 საათის შემდეგ შეუშვეს, რაც მისი დაცვის უფლების დარღვევაა.

 შსს-ს ჩხაიძის დაკავებაზე რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

კომენტარები