ცხინვალი

ცხინვალში ჯიოევასა და კოკოითს შორის შეთანხმების შესრულებას მოითხოვენ

ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები ცხინვალში უწინდებურად მოითხოვენ დე ფაქტო გენერალური პროკურორის და სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომას . მათ მოუწოდეს ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს, მიმართოს დე ფაქტო პარლამენტს აღნიშნული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლების რეკომენდაციით.

” გთხოვთ იმოქმედოთ იმ შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელი მოაწერეს ედუარდ კოკოითიმ და ალა ჯიოევმა. ”- ნათქვამია ბროვცევის სახელზე დაწერილ მიმართვაში. ჯიოევას მომხრეები აღნიშნავენ, რომ პირობის შეუსრულებლობა რეგიონში პოლიტიკურ სიტუაციას დაძაბავს.

 

კომენტარები