ცხინვალი

წინასწარი ინფორმაციით, ლეონიდ თიბილოვის სიძემ თავი მოიკლა

ცხინვალში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სიძე გარდაცვლილი იპოვეს. ეხო კავკაზას ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ვადიმ ვალიევმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა.

ლეონიდ თიბილოვის 41 წლის სიძე ცხინვალის პროკურატურაში მუშაობდა, მისი მეუღლე და თიბილოვის ქალიშვილი მარინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული მთავრობის ფინანსთა მინისტრის მოადგილეა. მომხდარის შესაძლო მიზეზების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

კომენტარები