ცხინვალი

ალა ჯიოევა ჰიპერტონიული კრიზით საავადმყოფოში მოათავსეს

სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით , ალა ჯიოვა ჰიპერტონიული კრიზის გამო კომაშია და მოთავსებულია ცხინვალის რეპუბლიკური საავადმყოფის რეანიმაციაში. ამის შესახებ აღნიშნულ სააგენტოს ჯიოევას შტაბის წარმომადგენლემა ფატიმა კოკოევამ აცნობა.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 თებერვალს, 18 საათზე , ცხინვალში, ალა ჯიოევას შტაბში მივიდა დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენელი და ჯიოევას დასაკითხად გაყოლა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ, შტაბში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ. ალა ჯიოევა ცუდად გახდა და ექიმის გამოჩენამდე მასთან ახლოს არავინ მიუშვეს. მოგვიანებით, სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ნიღბიანებმა ჯიოვა და სხვა პირები გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

10 თებერვალს, ცხინვალში, ალა ჯიოევას მიერ გამოცხადებული, "პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია" უნდა შემდგარიყო.

9 თებერვალს ცხინვალში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა. მან აღნიშნა, რომ რეგიონში დაწყებულია მზადება მარტის არჩევნებისთვის, ცალკეული ძალები კი ცდილობენ უკიდურესად გაამწვავონ სიტუაცია.

"ექს-კანდიდატმა ალა ჯიოევამ 10 თებერვალს გამოაცხადა საკუთარი ინაუგურაცია. ეს ეწინააღმდეგება ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილებას და  რაც მთავარია ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს . ვიღებ პასუხისმგებლობას აღვკვეთო ანტიკონსტიტუციური გადატრიალება რესპუბლიკაში. გატარდება დამატებითი ზომები რესპუბლიკაში კონსტიტუციური წესრიგის და მოქალაქეთა თავისუფლების დასაცავად.“- აღნიშნა ვადიმ ბროვცევმა.

 

 

კომენტარები