ცხინვალი

ბიბილოვი უარს ამბობს ე.წ. პრეზიდენტობისთვის ბრძოლაზე

 ანატოლი ბიბილოვი არ აპირებს ხელახალ ე.წ.  საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. კანდიდატმა, რომელიც შემოდგომით გამართულ ”არჩევნებში” კრემლის და ედუარდ კოკოითის ღია მხარდაჭერით სარგებლობდა განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო ”ერის კონსოლიდაცია”, თუმცა გასული წლის ნოემბერში გამართული კენჭისყრის შემდეგ ცხინვალში დაპირისპირება ლამის სისხლისღვრამდე მივიდა.

” ეს ყველაფერი ხელს აძლებს ჩვენს მტრებს , ართულებს ურთიერთობას დიდ რუსეთთან და საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო მარტის არჩევნებში, რათა ამით ჩვენს მოქალაქეებს საშუალება მივცე გვერდი აუაროს დაპირისპირებას და არჩევანი მშვიდ  ვითარებაში გააკეთოს.” - აღნიშნა ბიბილობმა და მოუწოდა ”ჯერ კიდევ დაპირისპირების რეჟიმში ” მყოფ სხვა პოლიტიკოსებს,  ასევე  უარი თქვან მარტში დაგეგმილ ხელახალ არჩევნებში მონაწილეობაზე.

ანატოლი ბიბილობი 2011 წლის ნოემბერში ე.წ პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში ალა ჯიოევამ დაამარცხა, თუმცა დე ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ მაშინდელი კენჭისყრის შედეგები ბათილად გამოცხადა.

 

კომენტარები