ერაყის ომი

ერაყი დატოვეს აშშ-ს უკანასკნელმა სამხედროებმა

კვირას ერაყი აშშ-ს უკანასკნელმა სამხედრო ნაწილმა დატოვა. 500-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ტექნიკის თანხლებით ერაყის საზღვარი გადაკვეთა და მეზობელ ქუვეითში გადავიდა. ამით დასრულდა ერაყიდან შეერთებული შტატების საბრძოლო შენაერთების გაყვანა. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ერაყი ამიერიდან თავად ერაყელების ხელშია.

ერაყის სამხედრო ოპერაციის პიკზე ქვეყანაში აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობა 170 000 ჯარისკაცს ითვლიდა, აქედან 4500 დაიღუპა, ომმა იმსხერპლა ათასობით ერაყელის სიცოცხლე. ერაყში ამერიკის ჯარები 9 წლის წინ შევიდნენ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად და მასობრივი განადგურების იარაღის საპოვნელად.

 

კომენტარები