ერაყის ომი

ერაყის პრემიერის თქმით, ქალაქი მოსული ე.წ ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლდა

ერაყელი სნაიპერი ქალაქ მოსულში
Telegraph.co.uk

დასავლური მედიის ცნობით, ერაყის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი სამოქალაქო ბრძოლა ჯიჰადისტების დამარცხებით დასრულდა და ქალაქი მოსული მთლიანად გათავისუფლდა ე.წ ისლამური სახელმწიფოსგან.

ერაყელმა მეომრებმა ე.წ ისლამური სახელმწიფოს შავი დროშა ჩამოხსნეს, რომელიც ქალაქში დაახლოებით 3 წლის მანძილზე იყო აღმართული. 

"შეიარაღებული ძალების მეთაური ჰეიდარ ალ-აბადი მოსულში ჩავიდა და გმირულად მებრძოლ ადამიანებს მთავარი გამარჯვება მიულოცავ,"- ნათქვამია პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

კომენტარები